ლევან იზორია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს #320 ბრძანებაშია აღნიშნული. იზორია 2012 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე კი იოსებ გოგაშვილი იქნება.
გომელაურის კიდევ ერთი მოადგილე მირიან მჭედლიშვილი გახდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) დირექტორი იყო.