Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსპორტის პროფკავშირი მიკროავტობუსის მძღოლთა გაფიცვას მხარს არ უჭერს

06 აგვისტო, 2015 20:53

ტრანსპორტის პროფკავშირი მძღოლების გაფიცვას მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ „ლიბერალს“ ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ განუცხადა.

ალანია მიიჩნევს, რომ ადამიანებს, რომლებმაც გაფიცვა მოაწყვეს, „ტრანსპორტთან არანაირი კავშირი არ აქვთ“, რადგან მძღოლების პრობლემებით პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობენ.

„დღესაც ისეთივე უშედეგო მოლაპარაკებები ჰქონდათ, როგორც 2011 წელს. გოჩა მაქაძე არ არის მძღოლი. მან 2013 წელს დაღუპა მძღოლები, როცა 6 დღე გააჩერა. ზოგმა პოლიტიკური დროშები ააფრიალა, პირადი ამბიციების დაკმაყოფილება მოინდომეს და შედეგი ვერ მიიღეს. ამიტომაც არ ვუჭერ მხარს“, - ამბობს ალანია.

როგორც ის „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უჭერს მხარს გაფიცულებს, კანონის უპატივცემულობაა.

„თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, გაფიცვა კანონის დაცვით უნდა მოხდეს. პროფკავშირს არც უკანონო გაფიცვები მოუწყვია და არც მხარი დაუჭერია ასეთი გაფიცვებისთვის. როცა დილით ადგები და ავტოფარეხს გადაკეტავ, ან სახელმწიფო არ არსებობს, ან უპატივცემულობას გამოხატავ ქვეყნის კანონმდებლობის მიმართ“, - ამბობს ალანია.

ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელის თქმით, იგი მომხრეა, რომ ხელშეკრულებები და გეგმები გადაიხედოს.

„არსებობს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი - მგზავრთა ნაკადის დათვლა ვიდეოთვალით. ეს ვითომ მძღოლები ამას ეწინააღმდეგებიან, რადგან შეიძლება, კამერამ მეტი დაითვალოს. ეს ხელს არ აძლევთ. ჩვენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შორის 700-მდე წევრი გვყავს, რომელიც არ გაფიცულა, რადგან კარგად იციან, რომ ქრონომეტრაჟები სექტემბრიდან დაიწყება“, - ამბობს ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი „ლიბერალთან“ საუბარში. 

გაფიცულ მძღოლთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გოჩა მაქაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ მძღოლები ტრანსპორტის პროფკავშირებთან არ თანამშრომლობენ. „ტენდერის დროს ტრანსპორტის პროფკავშირის თამჯდომარე ლავრენტი ალანია მძღოლების პრობლემებითა და პირობებით არ დაინტერესებულა. მას მხოლოდ ის აინტერესებდა, შეიტანდნენ თუ არა მძღოლები საწევროს და პროფკავშირთან ითანამშრომლებდნენ თუ არა", - თქვა მაქაძემ.

შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე კომპანიაში შესატანი თანხის გეგმის შემცირების მოთხოვნით მიკროავტობუსების მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. 

ისინი დღეს „თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ მძღოლების ინტერესები გაითვალისწინეს და საკუთარი გააცნეს.

„რაც შეეხება ვალების ჩამოწერას, ეს ზოგადი ცნებაა. შევთანხმდით, რომ არსებობს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი ვალი. ობიექტურს რაც შეეხება, როგორიცაა ოლიმპიადიის დროს გზების გადაკეტვა, სტიქიის დროს მგზავრთა რაოდენობის შემცირება, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება. ვალიც ჩამოიწერება იმ შემთხვევაშიც, როცა ავტომობილი ფუჭდება, ტექნიკური პრობლემა აქვს და 10 ან მეტი დღე გაჩერებულია“, - უთხრა მიქიაშვილმა ჟურნალისტებს.

სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ:

კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვა;

მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულებისა და გადასახადის თანხის გასაჯაროება;

მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში, ფულადი თანხის არ დაგროვება;

ავტომანქანის მოიჯარის მიერ მინდობილ პირზე გადაფორმების შემთხვევაში ნამუშევარი წლების განმავლობაში თანხის ჩათვლა ახალ მეწარმეზე;

შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლება სეზონურად, ზამთარსა და ზაფხულში;

ზეთის შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელება, მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე;

გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^