Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობა: გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევისთვის 2016 წ ბიუჯეტში 400 000 ლარია გამოყოფილი

22 აგვისტო, 2015 18:42

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები უსახსრობის გამო შეწყვეტილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.  არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ძეგლზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს შეუქცევადი პროცესია" - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ,  კიდევ არაერთ  საინტერესო აღმოჩენას გვპირდება, რომლის კვლევისა და განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 2014-2015 წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში 430 000 ლარს შეადგენდა.  2014 წელს 10 000 ლარი პროექტებისთვის და 50 ათასი არქეოლოგიური კვლევისთვის გამოიყო; 2015 წელს კი ბიუჯეტი გაიზარდა - 100 000 ლარი არქეოლოგიურ კვლევაზე, ხოლო 270 000 ლარი ტურისტული ინფრასტრუქტირისა და სამუზეუმო სივრცის მშენებლობაზე დაიხარჯება" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის  2016  წლის პროგრამის ფარგლებში, გაწერილი გეგმის მიხედვით, გრაკლიანის ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევის გაგრძელებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^