Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილო კორეასთან შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ კორეამ საზღვართან დინამიკები გამორთო

25 აგვისტო, 2015 15:06

სამხრეთ კორეამ ჩრდილო კორეასთან შეთანხმების ფარგლებში, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საზღვართან ჩართული დინამიკები გამორთო - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საზღვარზე დინამიკებით ტრანსლაცია დანაღმულ ტერიტორიაზე ორი ჯარისკაცის დაშავებას მოჰყვა.

ქვეყნებმა შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც ჩრდილო კორეამ, რომელიც თავდაპირველად ტერიტორიის დანაღმვას უარყოფდა, მომხდარის გამო „სინანული" გამოთქვა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმებამ, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის პრობლემები ერთმანეთის მიმართ ნდობის გამოცხადებით მოაგვაროს.  

ჩრდილო კორეა სამხრეთ კორეას „ძლიერი სამხედრო მოქმედებებით" დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა საზღვარზე დინამიკებს არ გამორთავდა და ტრანსლაციას არ შეწყვეტდა. დინამიკები, რომლებიც სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, საზღვართან იყო ჩართული, ახალ ამბებს, ამინდის პროგნოზსა და მუსიკას გადაცემდა. ჩრდილო კორეამ სამხრეთ კორეას გარკვეული დრო მისცა მათ გასათიშად. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც BBC იტყობინება, მათზე იერიშის მისატანად ჩრდილო კორეას სამხედრო ტექნიკა უკვე მობილიზებული ჰქონდა. 

მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა, სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩრდილო კორეამ „ნახევრად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა".

სასაზღვრო ტერიტორიებიდან სამხრეთ კორეამ 4 000-მდე მოსახლის ევაკუაცია მოახდინა და განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო ზომები ძლიერი იქნებოდა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^