
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით.
„სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, "ნედლ" ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, გამსვლელ "ნედლ" ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ" - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, რისთვისაც აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.