
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება 6555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3742 აპლიკანტი ისწავლის. ცენტრის ინფორმაციით, 2014 წელს სულ 26377 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, რისთვისაც აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.