Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვირჯინიის გუბერნატორი: შესაძლოა, მკვლელი არხის ყოფილი, განაწყენებული თანამშრომელი იყოს

26 აგვისტო, 2015 21:11

ვირჯინიის გუბერნატორ ტერი მაკაოლიფის თქმით, პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტისა და ოპერატორის მკვლელობა შესაძლოა არხის ყოფილი, განაწყენებული თანამშრომლის ჩადენილი იყოს.

„ეს არ არის ტერორიზმის შემთხვევა. ეს კრიმინალია" - ამბობს გუბერნატორი WTOP-თან საუბარში. 

აშშ-ში, ვირჯინიას შტატში WDBJ7 TV-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ტელეკომპანიის განცხადებით, მოკლულია 24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უორდი. 

პირდაპირ ეთერში 8 გასროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც კამერა წაიქცა. შემთხვევა ბედფორდში, დიდ სავაჭრო ცენტრში მოხდა.

პოლიცია შემთხვევას იძიებს და დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.

ტელეარხის ინფორმაციით, რესპონდენტი თავდასხმას გადაურჩა.

„ელისონი და ადამინი სროლის შემდეგ მალევე გარდაიცვალნენ. არ ვიცით მკვლელობის მოტივი, არც ის ვიცით, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე" - ამბობს არხის მთავარი მენეჯერი ჯეფრი მარკსი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^