საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ საგარეჯო ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საინტერესო რეგიონია, რადგან ეროვნული უმცირესობებით არის დასახლებული, ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვა და ინტეგრაციაზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იქნება.
„ძალიან მცირე დროა დარჩენილი მომდევნო არჩევნებამდე, ერთი წელი, ამდენად, ახალი დაპირებების მიცემა, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მიცემული დაპირებები ბოლომდე მივიყვანოთ. ვთქვი, რომ პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვა იქნებოდა. საგარეჯო საინტერესო რეგიონია, იმიტომ, რომ ეროვნული უმცირესობებით არის დასახლებული. შესაბამისად, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა მათ ინტეგრაციაზე ზრუნვა იქნება", - თქვა ხიდაშელმა.
ამარ ხიდაშელი 2008-2010 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.
საგარეჯოში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ თინა ხედაშელს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
მარტვილში კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატი სოსო დანელია იქნება.
რაც შეეხება მარტვილს, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაული ჯანაშია იყო, რომელიც 2015 წლის მარტში გარდაიცვალა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში ტარდება.