Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: სვანეთში „ნენსკრაჰესის" მშენებლობა იწყება

31 აგვისტო, 2015 18:10

„მილიარდი დოლარის ინვესტიცია და 280 მეგავატის სიმძლავრის ჰესი სვანეთში, - „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა იწყება" - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის განცხადებითაც, „ნენსკრაჰესი“ ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს და პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მილიარდი კილოვატ/საათი იქნება. 

„ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას და ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. „ნენსკრაჰესის“ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან მისი განხორციელებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური. „ნენსკრაჰესის“ პროექტის განვითარება 2010 წელს დაიწყო, მაგრამ ეს მოჩვენებითი აღმოჩნდა, პროექტი შეჩერდა, რადგან შერჩეულმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა სათანადო მოთხოვნები. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყეთ მუშაობა პროექტზე. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოდის სამხრეთ კორეის სახელმწიფო წყლის კომპანია, რაც არის ჩვენი ქვეყნისადმი, ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატისადმი ნდობის გამოხატულება. ჩვენ გვყავს როგორც ღირსეული ინვესტორი - Korea Water Corporation, ისე ღირსეული სამშენებლო კომპანია - Salini Impregilo“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალები უკვე შეთანხმებულია და მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰესის მშენებლობა ემყარება Build-Operate-Transfer (BOT) სტრუქტურას, რომლის თანახმადაც ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნენსკრაჰესი“ იქნება საქართველოში პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მოდელით და საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

ირაკლი ღარიბაშვილმა განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„აშენდა 9 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მეგავატია; დასრულდა გარდაბნის 237 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა; მშენებლობის პროცესშია 16 ჰიდროელექტროსადგური; 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ენერგეტიკაში 400 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა" - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^