
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით დაცემის შემთხვევა გამოავლინა, რომელიც 31 აგვისტოს ლაბორატორიულად დადასტურდა. ამის გამო მათ სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოაცხადეს.