Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტ "ახალი მზიურის" ავტორების ღია წერილი საზოგადოებას

07 სექტემბერი, 2015 15:45

ორგანიზაცია “მზიანმა” დღეს თბილისის მერიაში პროექტი შეიტანა, რომელიც მზიურის პარკში უფუნქციოდ დარჩენილი ამფითეატრისა და კაფის ტერიტორიის აღდგენას გულისხმობს და მერიისგან შესაბამის მხარდაჭერას ითხოვს. პროექტ “ახალი მზიურის” იდეის ავტორისა და "მზის ფესტივალის" ორგანიზატორის ანა გოგუაძის ინფორმაციით, ორგანიზაციას მოლაპარაკებები აქვს დონორ ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებთანაც. გარდა ამისა, “მზიანი” საზოგადოებისგან მხარდაჭერასაც ითხოვს და ამასთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს.

“მოქალაქეების მობილიზებისა და პროექტის გამჭირვალობის მიზნით შევქმენით სოციალურ ქსელში (facebook) ჯგუფი “ახალი მზიური”, სადაც ნებისმიერ თქვენგანს პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების გაზიარების საშუალება აქვს, შეგიძლიათ, შემოგვთავაზოთ ახალი იდეები და  მიიღოთ მონაწილეობა მათ განხორციელებაში. მჯერა, ჩვენ გავერთიანდებით  ჩვენი ქალაქისათვის საჭირო და აუცილებელი იდეის გარშემო”, - წერია ღია წერილში.

რაც შეეხება პროექტის მიზნებს, როგორც აღინიშნა, მის ფარგლებში სოციალური კაფისა და ამფითეატრის შექმნა იგეგმება. სოციალური კაფე სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და მისი პირველადი მიზანი არა კომერციული მოგება, არამედ სოციალური გარემოს შექმნა იქნება.

პროექტის მიხედვით, მზიურის კაფისა და ამფითეატრის ინფრასტრუქტურა  შეზღუდული შესაძლბელობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული და მისაწვდომი იქნება. გაკეთდება პანდუსები, მოაჯირები, უსინათლოებისთვის სანიშნეები, მცირე მხედველებისთვის დიდი შრიფტები, სმენის არმქონეთათვის სპეციალური ნიშნები, მენიუსა და ყველა საინფორმაციო ბუკლეტზე გამოყენებულ იქნება ბრაილის შრიფტი, ერთ-ერთი თანამშრომელი იქნება ჟესტური ენის სპეციალისტი:

“მსგავსი გარემო არა მარტო შშმ პირების თავისუფალ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, არამედ ხანდაზმულებს და საბავშვო  ეტლებს გაუადვილებს მოძრაობას.  ეს იქნება პირველი სრულიად ადაპტირებული გარემო საქართველოში”, - წერია პროექტში.

ასევე, პროექტის მიხედვით, მზიურის ქალაქში გახსნილი არამომგებიანი კაფე ხელს შეუწყობს  სოციალური ინკლუზიური გარემოს შექმნას, ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება-დამეგობრებას და პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო შეგნების განვითარება-ამაღლებას. მოგების მეშვეობით მოხდება პროექტის  სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. შექმნილი ადაპტირებული და მისაწვდომი ინფრასტრუქტურა გამოყენებულ იქნება, როგორც საქველმოქმედო, ასევე კომერციული მიზნებისთვის. შემოსული თანხა ჩაბრუნდება პროექტის საქმიანობებში და მოხმარდება, როგორც სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ,  ინკლუზიური ღონისძიებების მოწყობას, ისე ადამინთა იმ ჯგუფებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გაძლიერება და ხელშეწყობა  პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმებაში -  შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს, სახელმწიფო პროგრამიდან გამოსულ მზურნველობა მოკლებულ და  სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს. პროფესიულ კოლეჯებთან, სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო  ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით  სპეციალური საგანმანათლებლოს საჭიროების მქონე სტუდენტებს მიეცემათ მზიურის სივრცეში სტაჟირების, პროფესიაში გაძლიერების და დასაქმების საშუალება.

“სოციალური კაფე მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზებს პროდუქციას, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. კაფე დაიტვირთება რეგულარული  ღონისძიებებით, როგორიცაა ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, სხვადასხვა სახის თემატური დღეები (ხატვის დღე, წიგნის დღე, კულინარიული დღეები, საბავშვო  გასართობი დღეები).

ამფითეატრი სეზონურად დაიტვირთება სხვადასხვა ინტეგრირებული ღონისძიებებით: საბავშო კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ღია კინო ჩვენებები, დისკუსიები, მრავალფეროვანი მუსიკალური კონცერტები, საბავშვო  ინკლუზიური სპექტაკლები და კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები. ამფითეატრი ხელმისაწვდომ ფასში განახორციელებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების ორგანიზებას და უფასოდ მოემსახურება ახლაგაზრდა არტისტების საღამოებს, მათი შემოქმედებითი განვითრების ხელშეწყობის მიზნით”, - აღნიშნულია “მზიანის” პროექტში.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^