გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ხანძარია.
მათი თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, გვიან ღამით გაჩნდა, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული.
„ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მეტყევეები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება", - აცხადებენ სამინისტროში.