Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატები დაასახელა

08 სექტემბერი, 2015 20:58

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატებად დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი დაასახელა.

პარლამენტში წარსადგენად დასახელებულ კანდიდატებს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის  წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში 20 ექსპერტი მონაწილეობდა.

„სემეკის წევრობის მსურველი 35 კანდიდატიდან ექსპერტებმა შეარჩიეს  და პრეზიდენტს ელექტრონული ფორმით, დამატებითი რეკომენდაციებით 9 კანდიდატი წარუდგინეს. რის შემდეგაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ 3 კანდიდატთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი აბაშიშვილმა. 

როგორც ცნობილია, ვაკანტურია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  ორი წევრის თანამდებობა, ერთ წევრის უფლებამოსილება კი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს იწურება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიას ავრცელებს:

დავით ასლანიშვილი  - ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ პროფესორი, ამავე დროს საბროკერო კომპანია შპს“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პარტნიორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტები, 1996-1999 იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი.

2012 – 2015 წწ სწავლობდა საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

სხვადასხვა წლებში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ენგალიჩევის სახელობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემათა ინსტიტუტში, კარლოსის უნივერსიტეტში (პრაღა) და მაკ რობინსონის ბიზნეს კოლეჯში (ჯორჯიის უნივერსიტეტი).

გამოქვეყნებული აქვს 300 მე მეტი ნაშრომი ეკონომიკისა და ფინანსების კუთხით. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში, გავლილი აქვს საერთაშორისო დონის ტრენინგები და კურსები, იყო სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი.

პროფესიულ საქმიანობას ეწევა 1994 წლიდან, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა სს“რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“, „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“, შპს“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში“ და სს „თიბისი ბანკში“.

1998 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

მარინა გულედანი

1994-1999 წწ. განათლებით იურისტი, საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი-თსუ,

2000-2001 წწ. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი (ლეიდენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები).

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო ლექციების კურსდამთავრებული (ნოტინგემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი და ლოიოლას უნივერსიტეტი, ჩიკაგო, აშშ).

15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში, ფასიანი ქაღალდების, საბანკო, საფინანსო, საინვესტიციო და კორპორატიული სამართლის დარგებში.

15 წლიანი სამუშაო და თანამშრომლობის გამოცდილება დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ძირითადი ფოკუსით ენერგეტიკის სექტორზე (KfW, USAID, EBRD, WB/IFC, ADB).

10 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო-საბანკო სფეროში და კაპიტალის ბაზრისა და სტრუქტურული ფინანსური პროდუქტების ცოდნა.

ბიზნეს სამართლის, ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ბაზრების რეგულირების, საერთაშორისო კომერციული/სავაჭრო სამართლის დარგებში სალექციო კურსების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელების 15 წლიანი გამოცდილება.

სხვადასხვა დროს, მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში (ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა და გრენობლის ბიზნეს ადმინისტრაციის ორმაგი სამაგისტრო პროგრამა), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში საბაკალავრო, ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს სრულყოფილად.

გიორგი ფანგანი  - განათლება - 2000-2005  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო; საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; სპეციალობა იურისტი; დიპლომი წარჩინებით;

1998-1999  International Language school; ბირნმუთი, ინგლისი, სერტიფიცირებული;

1997-1998  TOMER, ენის ლიცეუმი; ანკარა, თურქეთი, სერტიფიცირებული;

სამუშაო გამოცდილება:

03.2012- დღემდე  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია( სემეკ), მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი; დეპარტამენტის დირექტორი

07.2010-03.2012 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)

მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; დეპარტამენტის უფროსი

08.2008-07.2010 სს “თელასი“, იურისტი

06.2008-08.2008 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)

მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; მეთოდოლოგიური სამმართველოს უფროსი

06.2007-06.06.2008 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)

იურიდიული დეპარტამენტი; მთავარი იურისტი

08.2006-06.2007 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)

იურიდიული დეპარტამენტი; უფროსი იურისტი

10.2005-08.2006 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)

იურიდიული დეპარტამენტი; სტაჟიორი

ენები: ინგლისური, რუსული, თურქული.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^