Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

BBC: უნგრეთის საზღვრიდან მიგრანტები ხორვატიისკენ დაიძრნენ

16 სექტემბერი, 2015 14:34

BBC-ის ცნობით, მიგრანტებმა, რომლებიც გერმანიაში მოხვედრას ცდილობდნენ, იპოვეს შემოვლითი გზა, უნგრეთის გვერდის ავლით.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსები ახლა ხორვატიის მიმართულებით დაიძრნენ, საიდანაც მიგრანტები გერმანიაში ჩასვლას ავსტრიისა და სლოვენიის გავლით გეგმავენ.

როგორც BBC იუწყება, ასობით მიგრანტმა ღამე უნგრეთ-სერბეთის ჩაკეტილ საზღვართან გაათენა. ხალხს მოუწია შეშის შეგროვება, ცეცხლის დასანთებად.

პოლიციას ასევე გადაკეტილი აქვს სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელი, რომელსაც ათასობით ადამიანი უნგრეთში შესაღწევად იყენებდა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ ახალი ღობის მშენებლობა დაიწყება ამჯერად  რუმინეთის საზღვართან. 

უნგრეთმა საზღვარზე გადასვლის ახალი წესები შეიმუშავა. ბუდაპეშტის ხელისუფლების წარმომადგენელი ამგვარი ზომების მიღებას აუცილებლობით ხსნის.

„ორშაბათს ჩვენ გავხდით არალეგალური მიგრაციის უპრეცედენტო შემთხვევის თვითმხილველები. რეალური რიცხვი დღეში 10 ათას ადამიანს აღწევს. ამიტომ გვურს, დავაფიქსიროთ უნგრეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით - ევროპამ საზღვრის დაცვის უნარი უნდა აღადგინოს“, - აცხადებს უნგრეთის ხელისუფლება.

ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო საზღვარზე კონტროლი გაამკაცრეს ჩეხეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^