Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე პეტიცია გამოქვეყნდა

16 სექტემბერი, 2015 16:48

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ პეტიცია გამოჩნდა.

პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა სამთვიანი გუბერნატორობის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთი პირობის შესრულება.

„ოდესის მცხოვრებლებმა ვერ დაინახეს რეალური რეფორმები - სააკაშვილის ყველა რეფორმა მხოლოდ სიტყვებად რჩება. ის კორუფციას მხოლოდ ტელევიზიებისათვის მიცემულ ინტერვიუებში ებრძვის“, - ნათქვამია პეტიციაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ რეგიონში ინვესტორების მოზიდვის შესახებ გუბერნატორის დაპირების მიუხედავად, არც ერთი ინვესტორი ოლქში არ გამოჩენილა. 

„მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, გადააყენოს სააკაშვილი თანამდებობიდან. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. დროა, ეს გულწრფელად ვაღიაროთ", - ნათქვამია პეტიციაში. 

პეტიციას ამ დროისათვის 60-მდე ხელმომწერი ჰყავს. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა განიხილოს, საჭიროა 25 000 ხელმოწერის შეგროვება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^