Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თავისუფალმა დემოკრატებმა" და ენმ-მ ერთობლივი საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს

22 სექტემბერი, 2015 14:25

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო დროს გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ერთობლივი სარჩელი მოამზადეს.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანენ.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნდობით აღჭურვილი პირი შალვა შავგულიძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ცისკარიშვილია.

ჩიქოვანი ამბობს, რომ სარჩელის მომზადების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იმ კონტიტუციური უფლებამოსილებების, რომლებიც ეროვნულ ბანკს აქვს ქვეყნაში ფინანსურ სტაბილურობაზე, განსახორციელებლად მას სჭირდება ისეთი ორგანო, როგორიც არის ფინასური ზედამხედველობის ორგანო.

„ამიტომ, რადგან ეს ყველაფერი კონსტიტუციაშია გაწერილი, ეს ფუნქციები მასზეა დაკისრებული, ეროვნულ ბანკს ამის განხორციელების ინსტრუმენტიც უნდა ჰქონდეს. თუ ბანკს ამ ინსტრუმენტს ვართმევთ, შესაბამისდ, ვეწინააღმდეგებით კონსტიტუციას“, - აცხადებს ჩიქოვანი.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა და ზედამხედველობის დეპარტამენტი დამოუკიდებელ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდ ჩამოყალიბებდა.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^