Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC „ბერგმანის“ საქმეზე: პოლიციის თანამშრომელმა შავკანიან პირს შეურაცხყოფა მიაყენა

22 სექტემბერი, 2015 17:38

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) განცხადებით, 19 სექტემბერს ორგანიზაციის თანამშრომელი რასისტული ჯგუფის, „ბერგმანის" მიერ შავკანიანი პირის მიმართ ძალადობას შეესწრო და პოლიციას გამოუძახა, თუმცა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ „პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა შავკანიან ადამიანებს და რასისტული ენა გამოიყენა, მოწმეებს კი მიუთითა, რომ მათ ცრუ დასმენისთვის პრობლემები შეექმნებოდათ".

EMC-ს განცხადებით, შსს-მ ორგანიზაციის თანამშრომელი, ისევე, როგორც მისი თანმხლები პირი, დაკითხა, თუმცა მიუხედავად მოწმეთა მითითებებისა, რომ ფაქტი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში იყო ასახული, გამოძიებამ ქმედების კვალიფიკაციის დროს სავარაუდო რასობრივი სიძულვილის მოტივის გარემოება არ გაითვალისწინა და გამოძიება სსკ 125-ე მუხლის (ცემა) საფუძველზე დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით, მოწმეებს არ მიეცათ საშუალება, დაკითხვის ოქმში პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტები დაეფიქსირებინათ.

აღნიშნულ საქმეზე, EMC-იმ დასაბუთებული განცხადება წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ორგანიზაცია მოითხოვს:

- „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რასისტული ჯგუფის „ბერგმანის“ ძალადობრივი საქმიანობის დროულ პრევენციასა და მის მიერ ჩადენილი ყველა სამართალდარღვევის ფაქტზე ეფექტური და დროული გამოძიების უზრუნველყოფას. მათ შორის, ჯგუფის მიერ რასისტული იდეების პროპაგანდირებისა და ორგანიზებულობის გათვალისწინებით, გამოძიების მიერ, მათი საქმიანობის სსკ-ის 239 1 მუხლის (ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება) კონტექსტში შეფასებას;

- რუსთაველის გამზირზე შავკანიანი პირის მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტზე ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ სრულყოფლი და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფას და ამ კუთხით შესაძლო რასობრივი და ეთნიკური სიძულვილის მოტივის არსებობის გამო, საქმისთვის სათანადო კვალიფიკაციის (სსკ-ის 142 1 მუხლი (რასობრივი დისკრიმინაცია), სხვა შემთხვევაში შსს-ს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, სსკ-ის 125-ე მუხლთან კავშირში სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 1ნაწილის (სიძულვილის მოტივის) სავალდებულო მითითება) მიცემას;

- შსს-ის გენერალურმა ინსპექციის მიერ ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოწმეების თ. ბ. და ა. კ,-ის მიმართ არასათანდო მოპყრობისა და შავკანიანი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების შესწავლასა და სამინისტროს თანამშრომლისთვის ადეკავტური პასუხისმგებლობის დაკისრებას".

EMC აღნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის გავრცელება საზოგადებაში მსგავს ქმედებებზე სახელმწიფოს დემონსტრაციულად არაეფექტიანი პოლიტიკით არის განპირობებული.

„დაუსჯელობის პოლიტიკის გატარებითა და ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური საჯარო განცხადებებით, ხელისუფლება ხელს უწყობს ეთნოცენტრიზმზე, ჰომოფობიასა და ისლამოფობიაზე დაფუძნებული დიკურსის გაბატონებას, რაც საზოგადოებაში ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ქმედებებში ტრანსფორმირდება. ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულ დანაშაულებს სოციალური ხასიათი ჰქონდა (2013 წლის 17 მაისი, რელიგიური კონფლიქტები ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, თერჯოლაში, ქობულეთში;), რაც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების მწვავე აუცილებლობაზე მიუთითებს" - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში. 

შემთხვევას პლატფორმაში „არა ფორბია" გაწევრიანებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან, რომლებიც შსს-ს ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა ძალადობრივი ფაქტის დროული იდენტიფიცირებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. 

„ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სამინისტრომ ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს და გაითვალისწინოს საქმეში მკვეთრად გამოხატული რასობრივი და ეთნიკური სიძულვილის მოტივი. ამ მიმართულებით, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ" - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^