Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა დათვების დახოცვის უფლება მიიღეს

25 სექტემბერი, 2015 15:12

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2015 წლის 23 სექტემბრის №2020 და № 2019 განკარგულებით, ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა დათვების დახოცვის უფლება მიიღეს.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მურა დათვი წითელ ნუსხაშია შესული. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი დათვის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის მაისამდე გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების შესახებ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, 249 მგლის, 135 ტურის, 7 მელასა და 4 დათვის დახოცვის ნებართვა გაიცა.

თუმცა უნდა აღნიშნოს ისიც, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციებში ვერ მოხვდა ყვარლისქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებისთვის დათვების დახოცვაზე გაცემული ნებართვები.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^