Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოველთა დაცვის საზოგადოება მინისტრისგან დათვების პრობლემის მოგვარებას მოითხოვს

29 სექტემბერი, 2015 13:45

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარემ, თემურ წიქორიძემ მუნიციპალიტეტებისთვის დათვების დახოცვის უფლების მინიჭებაზე გაცემულ განკარგულებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში, მინისტრ გიგლა აგულაშვილის სახელზე განცხადება შეიტანა.

როგორც „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, საზოგადოების თავმჯდომარე მოითხოვს, რომ სასწრაფოდ გადაიჭრას დატყვევებული მურა დათვებისათვის თავშესაფრის (ნაკრძალი) პროგრამის, პროექტისა და მოწყობის საკითხი.

განცხადების მიხედვით, საჭიროა, რომ სამინისტროში დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა კონსულტაციის მისაღებად შესაბამისი პროფილის არასამთავრობო სექტორიდან, სპეციალისტებისგან, პროფესიონალებისა და ექსპერტებისაგან.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის N2019 და N2020 განკარგულებები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „ოზურგეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ.

აღნიშნული განკარგულებებში ნახსენები გასაფორმებელი ხელშეკრულებები კი ალბათ მიზნად ისახავს გარემოდან ცხოველების, ამ შემთხვევაში დათვების ამოღებას და მის განადგურებას, ვინაიდან დღემდე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი თავშესაფრის (ან ნაკრძალის) დაარსების საკითხის გადაწყვეტა და დღემდე მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.

მოგახსებენთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ 2014 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ ზუსტად იგივე სახით და იგივე შინაარსის ანალოგიური განკარგულება იქნა გამოქვეყნებული (#1802) ყვარლის, (#1803) ქედის და (#1804) ხელვაჩაურის ტერიტორიებზე დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე.

ზუსტად ერთი წლის წინ ამ ავბედითი გადაწყვეტილებების გამო პროტესტი გამოვთქვით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სპეციალისტებმა. 2014 წლის 9 ოქტომბერს გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების ქმედითი ალტერნატივების დამატებითი შესწავლის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ დარგის სპეციალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლეთა რეკომენდაციები და წინადადებები მოისმინა და აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით წარიმართებოდა ალტერნატიული მეთოდების შეფასება და შესწავლა. სპეციალისტებმა და ექსპერტებმა დათვების განადგურების მაგივრად სამინისტროს მივაწოდეთ რეალური წინადადებები, რაც ითცვალისწინებდა ძაღლების (ქართული კავკასიური ნაგაზით) საშუალებით დასახლებული პუნქტების დაცვას, რაც საუკუნეების მანძილზე ბუნებრივად ხდებოდა. ასევე განხილული იქნა სხვა რეალური წინადადებებიც. ექსპერტები, სპეციალისტები და ცხოველთა დამცველები ვიმედოვნებდით, რომ სამინისტრო გაითვალისწინებდა პროფესიონალების აზრს, მიიღებდა შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული ხელშეკრულებებს ხელი არ მოეწერა და არ შევიდა ძალაში.

სამწუხაროდ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ზუსტად იმავე რეგიონულ ტერიტორიებზე გამოდის ისევ ზუსტად იგივე შინაარსის გადაწყვეტილებები, რაც მიზნად ისახავს „წითელ ნუსხაში“ შესული გარეული ცხოველების განადგურებას, თუნდაც ერთეულ ინდივიდებზე იყოს საუბარი. რეკომენდაციები რეკომენდაციებად დარჩა, შემდგომ მიეცა დავიწყება, არავითარი სახელმწიფო პროგრამა არ მომზადებულა და შესაბამისად, ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს მდგომარეობის გამოსწორებისათვის. მით უმეტეს, არავითარი ქმედებები არ ყოფილა ამ საფრთხეების (თუ ის რეალურად არსებობს ცხოველის მხრიდან) თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, საქართველოში იმატა ბრაკონიერობამ და დატყვევებულმა ცხოველებმა, რაზედაც ხშირ შემთხვევაში არ ტარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის და გამგეობების მიერ არ იქნა მიღებული არავითარი ღონისძიებები ცხოველის მხრიდან საფრთხის თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაც ერთი წლის წინ ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნებშიდაც არის აღნიშნული. გარდა ამისა, თუ პრობლემატურ ინდივიდებთან გვაქვს საქმე, მაშინ, ამ ინდივიდების ბუნებიდან ამოღების შემდეგ ამოღებული ცხოველი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაეცეს ზოოპარკს ან თავშესაფარს. სამწუხაროდ თავშესაფარი არ არსებობს, ხოლო მისი დაარსება და არსებობა ზუსტად ასეთ სიტუაციებში სახელმწიფოს ვალდებულებაა! მინდა შეგახსენოთ, რომ 50-ზე მეტი დათვი იმყოფება უკანონო ტყვეობაში და შესაბამისი ნაკრძალის (თავშესაფრის) არ არსებობის გამო ეს საკითხი ვერ იქნა დარეგულირებული. სამინისტრო ვალდებულია დროულად გადაწყვიტოს თავშესაფრის არსებობის საკითხი და ამაზე ათწლეულობით მსჯელობა და დაპირებები უკვე სხვა რეაქციას იწვევს.

ბატონო მინისტრო! გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება აღნიშნულზე და მიიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს „წითელ წიგნში“ შეყვანილი სახეობების განადგურებას და მათ უკანონო ტყვეობებს. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გამოინახოს ალტერნატიული გზები და ხელშეკრულების პროექტი ცხოველის ბუნებიდან ამოღება-განადგურების თაობაზე ბათილად იქნას გამოცხადებული, არ მოხდეს ამ ხელშეკრულების გაფორმება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

წიქორიძე განცხადებაში ყურადღებას, ასევე დატყვევებული ბელების შესახებაც ამახვილებს.

„სამწუხაროდ საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი მურა დათვის ბელების დატყვევებამ, რაც ამავდროულად დათვის ბელის მშობლების დახოცვაზეც მეტყველებს. მიუხედავად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მაქსიმალური ძალისხმევისა არ კლებულობს დატყვევებული დათვების რიცხვი და თითქმის ყოველთვიურად მოგვდის ინფორმაციები ახლად დატყვევებული დათვის და ძირითადად, ბელების შესახებ. უკანონო და იძულებითი ტყვეობიდან დათვების ჩამორთმევის საკითხი კი ვერ წყდება შესაბამისი თავშესაფრის (ნაკრძალის) არ არსებობის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2014 წლის 4 ოქტომბერს  „ლიბერალმა“ მასალა მოამზადა საქართველოს მთავრობის განკარგულებების შესახებ, რომელთა  მიხედვითაც ყვარლისა და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ.

„ლიბერალის" გამოქვეყნებას საგანგებო პეტიცია მომზადება მოჰყვა, რომელიც საზოგადოებას დათვების გადასარჩენად გაერთიანებისა და პეტიციის ტექსტის ხელმოწერისკენ მოუწოდებდა.

შედეგად, გარემოს დაცვის სამინისტრომ დარგის ექსპერტებთან ერთად დისკუციაც მოეწყო, სადაც მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევაში, გარეული ცხოველებისგან თავდაცვის მიზნით დახოცვის ალტერნატიული საშუალებები განიხილეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, რომ სამინისტროში ამ თემით დაინტერესდებიან და შეისწავლიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^