13 ივნისის სტიქიის დროს ერთ-ერთი დაკარგულის, ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია, - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი თქმით, ცხედარი 23 აგვისტოს აღმოაჩინეს. დღეს კი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად ელიზბარ ბაღაშვილია.
დღემდე დაკარგულად მიიჩნევა 13 ივნისს დაკარგული 2 ადამიანი.