Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: „ნენსკრა ჰესის“ გზშ-ს ანგარიშში სხვა ჰესების გზშ-დან კოპირებული მასალებია

30 სექტემბერი, 2015 19:14

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა" „ნენსკრა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ერთობლივი შენიშვნები მოამზადა.

როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, წარმოდგენილი გზშ ანგარიში ძალიან უხარისხოა. მათი თქმით, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ანგარიში და საკონსულტაციო შეხვედრები, არათუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს, არამედ საქარველოს კანონმდებლობასაც კი არ შეესაბამება.

ამასთან, ორგანიზაციების მტკიცებით, „ნენსკრა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში სხვადასხვა ჰესის გზშ-ს ანგარიშებიდან კოპირებული მასალები არსებობს.

„ანგარიშში ვხვდებით შპს „გამას“ და სხვა საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებულ სხვა ჰიდროელექტროსადგურების გზშ-ებიდან კოპირებულ საკმაოდ ვრცელ ადგილებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ან ნაწილობრივაა შესწავლილი, ან საერთოდ გამოტოვებულია. მაგალითად, შინაარსით ანალოგიური თავები „5.2.6.1.1 ფლორისა და მცენარეულობის აღწერისა და ეკოსისტემებზე და ჰაბიტატებზე პროექტის ზემოქმედების განსაზღვრის ზოგიერთი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომის შესახებ“, და „6.10.2.1 ზემოქმედება ფლორაზე (მშენებლობის ეტაპი)“, სიტყვა- სიტყვით მეორდება არაერთ გზშ ანგარიშში (მაგ. შავი ზღვის ელექტროგადაცემის პროექტის, ლარსი ჰესის, ყაზბეგი ჰესის შუახევი ჰესის გზშ ანგარიშებში)“, - ვკითხულობთ მასალაში.

ორგანიზაციებს ერთობლივად მომზადებულ შენიშვნებში კოპირებული მასალის მაგალითები შუახევი-ჰესის გზშ ანგარიშიდანაც მოჰყავთ.

მათი თქმით, ძველი გზშ ანგარიშიდან ტექსტის გაუაზრებელი კოპირების გამო, სამინისტროების ძველი დასახელებებია მოხსენიებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, გზშ ანგარიშში ასეთი ჩანაწერი გვხვდება: „ეს ქმედება წარმოადგენს კლიენტის და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის შემდგომი ურთიერთობის საგანს". აღსანიშნავია, რომ დღეს სამინისტროებს განსხვავებული სახელწოდებები (ენერგეტიკის სამინისტრო; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) აქვთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ თავების არსებობა ემსახურება არა რეალური და საუკეთესო ალტერნატივის წარმოჩენას, არამედ მხოლოდ ანგარიშში მათ ფორმალურ არსებობას.

„იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული საკითხების განსაზღვრა და შეფასება არის სწორედ გზშ ანგარიშის მომზადების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ნათელია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ამ ამოცანას არ ასრულებს. ამასთან მსგავსი სახით ანგარიშის წარმოდგენა ეწინააღმდეგება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკების მოთხოვნებს“, - აცხადებენ ორგანიზაციები.

როგორც „ლიბერალს“ 4 სექტემბერს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, „ნენსკრა ჰესზე" დადებითი ეკოლოგიური დასკვნა იმის შესაბამისად გაიცემა, თუ მათი სპეციალისტების მოთხოვნები გათვალიწინებული იქნება.

 

ორგანიზაციების შენიშვნების სრული ვერსია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^