Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბანკებს იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვას არ უკრძალავს

05 ოქტომბერი, 2015 19:41

„ბანკები იპოთეკით დატვირთულ ქონებას ვეღარ გაყიდიან“ - ამ სათაურით ინფორმაციას ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ  რამდენიმე  დღის წინ  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით ბანკებს აღარ ექნებათ უფლება იძულებით გაუყიდონ ქონება იმ მსესხებლებს, რომლებმაც იგი სესხის უზრუნველსაყოფად ჩადეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი  ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ ასეთი სათაურით გავრცელებული ინფორმაცია მკითხველს საქმის რეალური ვითარების შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეს, სადაც სასამართლომ კრედიტორის მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევაზე იმსჯელა.

მოქალაქემ, რომელსაც  ერთ-ერთ ბანკში ქონება იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, დროულად ვერ შეძლო თანხის დაფარვა, ამიტომ  ამ ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით სხვა ბანკს მიმართა. ბანკი თანახმა იყო, მისთვის სესხი მიეცა, რომ მას პირველ ბანკთან არსებული დავალიანება დაეფარა.  ამის შესახებ მან ბანკს წერილი მისწერა, რომ მზად იყო მოვალის თანხა დაეფარა. თუმცა პასუხს დროულად ითხოვდა, რადგან პირის ქონების რეალიზაციის ვადა ახლოვდებოდა და სესხის გაცემა უნდა მოესწრო. ბანკმა პასუხი არ დაუბრუნა. ამასობაში დავალიანების გადახდის ვადაც ამოიწურა და ბანკმა მოქალაქის ქონება სარეალიზაციოდ აუქციონზე გაიტანა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პასუხის არგაცემით ბანკმა კეთილსინდისიერების პრინციპი დაარღვია, რადგან რეალურად მისი ინტერესი უნდა ყოფილიყო არა კონკრეტული ქონების ხელში ჩაგდება, არამედ ის, რომ  მოვალეს მის წინაშე აღებული ვალდებულება შეესრულებინა. სასამართლო ამბობს, რომ მევალე ცდილობდა ალტერნატიული გზის მოძებნას ერთ-ერთი სერიოზული რეპუტაციის მქონე ბანკის შეთავაზებით. ამიტომ ბანკმა იმით, რომ პასუხი არ გასცა, არ დაუსაბუთა სათანადოდ  უარი ან არ უთხრა თანხმობა, არაკეთილსინდისიერად მოიქცა.

იურისტი განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შაბლონურად ვერ გავრცელდება, რადგან სასამართლო ამ  გადაწყვეტილებაში თვითონ ამბობს, რომ  ასეთ საქმეებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური ფაქტები. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გარემოება იყო ის, რომ ბანკმა დროის გაყვანის მიზნით  პასუხი არ გასცა.

„ისეთ შემთხვევებში, სადაც  ბანკები  არაკეთილსინდისიერებას გამოიჩენენ და მათი მოტივაცია იქნებაკონკრეტული ქონების ხელში ჩაგდება და არა ვალის დაბრუნება, მაშინ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება პრეცედენტული იყოს, რადგან მას  პრეცედენტული ხასიათი აქვს. მაგრამ ეს შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ყველა საქმეზე  შაბლონურად  ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღება. სასამართლოც ამბობს, რომ ყველა საქმეში მნიშვნელობა  კონკრეტული საქმის გარემოებებს მიენიჭება“, - ამბობს  EMC-ის იურისტი ანანო ცინცაბაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^