Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთმა სირია კასპიის ზღვიდან დაბომბა - პენტაგონი მოსკოვთან თანამშრომლობას არ აპირებს

08 ოქტომბერი, 2015 14:18

რუსეთმა სირიის ტერიტორია კასპიის ზღვიდან დაბომბა. რუსეთის ხელისუფლების განმარტებით, ისინი თავს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს დაესხნენ, - წერს BBC.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხმა სარაკეტო გემმა 11 სამიზნე ობიექტი გაანადგურა. პუტინმა ტერორისტებზე წარმატებული თავდასხმა კარგი მომზადებით ახსნა.

„ვიცით, რამდენად რთულია ანტიტერორისტული სახის ოპერაციები. რა თქმა უნდა, შეჯამება ნაადრევია, მაგრამ რაც აქამდე გაკეთებულა, ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო შეფასებას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის გენშტაბში ასევე იუწყებიან, რომ თავდასხმა „ისლამისტურ სახელმწიფოზე“ შეთანხმებული იყო სირიის ოპერაციაში ჩართულ პარტიორებთან.

BBC-ს შეფასებით, უცნობია, რომელ პარტნიორებზეა საუბარი. პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი აცხადებს, რომ აშშ სირიაში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობას მანამ არ აპირებს, სანამ მოსკოვი სტრატეგიას არ შეიცვლის.

რუსეთის ქმედებებს მან შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ NATO და აშშ არ აპირებენ რუსეთისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერას.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^