Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიტერატურული ნობელის გამარჯვებული სვეტლანა ალექსიევიჩი გახდა

08 ოქტომბერი, 2015 17:02

სვეტლანა ალექსიევიჩი, ბელარუსიელი გამომძიებელი ჟურნალისტი და მწერალი, ურალის უნივერსიტეტმა 2014 – 2015 წლებში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინა. 

შვედეთის აკადემიამ გამარჯვებული რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა:

„მისი პოლიფონიური ნაწარმოებებისთვის, რომლებიც ჩვენი დროის ადამიანების ტანჯვისა და სიმამაცის მონუმენტია“.

ნობელის აკადემიის მდივნის სარა დანიუსის თქმით, ოფიციალურ გამოცხადებამდე მან ტელეფონით აცნობა სვეტლანა ალექსიევიჩს გამარჯვება და მწერლის კომენტარი ერთადერთი სიტყვა იყო: „ფანტასტიკურია“.

სვეტლანა ალექსიევიჩი რუსულენოვანი მწერალია, რომელიც საბჭოთა ეპოქას, როგორც თვითონ უწოდებს, – „წითელი ადამიანის“ ეპოქას აღწერს. ალექსეევიჩის წიგნები მსოფლიოს 22 ენაზეა ნათარგმნი.

გამარჯვებას ბელორუსიელ მწერალს უწინასწარმეტყველებენ კიდეც. ის Ladbrokes-ზე 3/1 მაჩვენებლით რეიტინგის სათავეში იყო. 

მეორე და მესამე ადგილებს რეიტინგში იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი და კენიელი მწერალი ნგუგი ვა თჰიონგო ინაწილებდნენ. კანდიდატების შორთლისტში ბოლო ორ ადგილს კი ნორვეგიელი რომანისტი ჯონ ფოსე და ამერიკელი მწერალი ჯოის კეროლ ოუტსი იკავებდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^