
საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი, 8 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
„ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა და სულ 910 მსჯავრდებულის განაცხადი განვიხილეთ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.