Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა

09 ოქტომბერი, 2015 16:07

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათი საჩივრის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა.

როგორც საია იტყობინება, 2012 წლის 17 ივლისს ცოტნე გამსახურდიამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მომჩივნის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს.

„აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2015 წლის 15 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“.

საჩივარი შეეხებოდა მომჩივნის, ც. გამსახურდიას მსჯავრდებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროს დაწესებულების თანამშრომელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული განცხადება შეფასების მიღმა დატოვეს. საია ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა.

2015 წლის 15 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა მოსთხოვა. 2015 წლის 7 მაისს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომელსაც მომჩივანი დასთანხმდა.

საქართველოს მთავრობამ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის თანახმად, აღიარა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა მომჩივნის მიმართ, რადგან მომჩივნის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება ც. გამსახურდიას პრეტენზიას დანაშაულის პროვოკაციასთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მომჩივნის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოა სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა, არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს. ამასთან, სახელმწიფომ ც. გამსახურდიას სასარგებლოდ დარღვეული უფლების კომპენსაციის მიზნით 2, 500 ევროს გადახდის ვალდებულებაც აიღო.

ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას ეძლევა შესაძლებლობა, მიმართოს ეროვნულ სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე და ეროვნული სასამართლოების მიერ მის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ხელახალი გადასინჯვა მოითხოვოს", - გათქვამია საია-ს განცხადებაში. 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^