საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 12 ოქტომბერს ვახუშტი მენაბდის სარჩელს განიხილავს, რომელიც 31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილში დანიშნული შუალედური საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე სადავო ნორმად საქართველოს საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, მე-14 მუხლი პირველი ნაწილის „ი" ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს მიიჩნევს, რომლის საფუძველზეც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნები დანიშნა, მას შემდეგ რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 18 მაისის #№1/3/547 გადაწყვეტილებით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლი და მის საფუძველზე შემქნილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები არაკონსტიტუციურად ცნო;
„რაც შეეხება ცესკოს განკარგულებას, ის ნორმატიული შინაარსის აქტია, რადგან ადგენს საარჩევნო საზღვრებს, ანუ განსაზღვრავს ნორმატიულ რეალობას და გამოიყენება არა მხოლოდ კონკრეტული არჩევნების დღისთვის არამედ შუალედური არჩევნებისთვისაც. ზემოაღნიშნული განკარგულება არღვევს მოსარჩელის უფლებას, იმდენად გამოცემულია იმ ნორმის საფუძველზე რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არაკონსტიტუცურად და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა არ ცვლის რეალობას და შესაძებლობას აძლევს ცესკოს ჩაატაროს შუალდური არჩევნები იმ საზღვრებში, რომელიც უკვე არაკონსტიტურად არის ცნობილი სასამართლოს გადაწუვეტილების შესაბამისად.
ამის გამო შუალდური არჩევნებისას სადავო ნორმები უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხმის თანაბარი წონის უფლებას და ეწინააღდეგებიან კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებს. შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირბები. ამგვარად ვახტანგ მენაბდე არის უფლებამოსილი მოსარჩელე, იდავო სადავმო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.
ამასთან, მოსარჩელის შუამდგომლობით, ვინადიდან არჩევნები დანიშნულია 2012 წლის პირველ ოქტომბერს და მის ჩატარებამდე შესაძლოა, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხერხდეს, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა შეჩერდეს ნორმის მოქმედება, ვინაიდან დეპუტატების არჩევის შემდეგ შეუძლებელი იქნება მოსარჩელის უფლებებში აღდგენა.