Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტით, 16 წლის პირის ქორწინებას სასამართლო ორსულობის შემთხვევაში დაუშვებს

12 ოქტომბერი, 2015 17:02

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება სასამართლოს თანხმობით „ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ორსულობა და ბავშვის დაბადება". აღნიშნული ცვლილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლში შედის. 

კანონპროექტის ავტორი საქართველოს სახალხო დამცველია, ხოლო ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

დღეს მოქმედი ნორმით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

კანონპროექტის მიზნად, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. 

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც ხშირ შემთხვევაში მშობლებს შორის თავიანთი შვილების დაქორწინების თაობაზე გარიგების შედეგია. მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული უმეტესად განაპირობებს არასრულწლოვანთა მხრიდან სწავლისთვის თავის დანებებას“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ავტორები კანონპროექტის მიზნად 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვან პირთა არასასურველ და იძულებით ქორწინების პრევენციას ასახელებენ. მათი თქმით, ხშირად იძულებითი ქორწინება მშობლების ნებართვების საფუძველზე ხდება.

კანონპროექტის ავტორები, ასევე აღნიშნავენ, რომ ცვლილებებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძვლები და ერთადერთ პატივადებ საფუძვლად განისაზღვრება გოგონების შემთხვევაში ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - ბავშვის დაბადება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვან გოგონებს მოტაცების შემდეგ მშობლები უკან აღარ იღებენ, რითაც, ფაქტობრივად, შვილს აიძულებენ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნაs ოჯახი.

„სკოლის მოსწავლე გოგონები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მშობლები მათ ძალით გაათხოვებენ, ისინი თავს მოიკლავენ... ამავდროულად ნაადრევი ქორწინებები, როგორც წესი, იწვევს ქორწინებაში შემსვლელ პირთა მხრიდან სწავლისთვის თავის დანებებას. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის ოქტომბრიდან, 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

იურიდიული კომიტეტის ინიციატივას დღევანდელმა ბიუროს სხდომამ მსვლელობა მისცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^