Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეჭიაური: საკონსტიტუციო სასამართლო არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი

12 ოქტომბერი, 2015 19:08

„მიუხედავად ჩემი უღრმესი პატივისცემისა ნებისმიერი დონის სასამართლოების მიმართ, საკონსტიტუციო სასამართლო არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, მეტი არაფერი“, - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური „ლიბერალთან“ საუბარში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვაში მიიღო საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელი საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ. სასამართლომ რამდენიმე საათის წინ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება შეაჩერა.

„სხვას არც მოველოდი. თუმცა მეგონა, გაცილებით პრაგმატულად უყურებდნენ მოვლენებს. ეს რომ იმ შედეგს ვერ მოუტანს, რისთვისაც ეს გადაწყვეტილებაა გათვლილი, ამას ვნახავთ“, - ამბობს მეჭიაური.

მისი განმარტებით, მოსახლეობაში ამ გადაწყვეტილების გახმაურება დადებითად არ აისახება ლარის კურსზე.

„არ არის გამორიცხული, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ ისე მიიღოს, როგორც მიაჩნიათ, ანუ რამდენად სასარგებლო იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს გათვლილია დესტაბილიზაციაზე. მინდა გითხრათ, რომ არსებობს სხვა ბერკეტებიც, რომლითაც შეიძლება სიღრმისეული დანახვა, რა ხდება ეროვნულ ბანკში. თუნდაც საგამოძიებო კომისია“, - ამბობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^