Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების განხილვას მოითხოვს

15 ოქტომბერი, 2015 14:37

პრეზიდენტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის საკითხის განხილვას მოითხოვს, - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოთ და განიხილოთ შემდეგი საკითხი: „საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა“.

აღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც, ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^