Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: დევნილების კოლექტიურ ცენტრებში აუცილებელი მინიმალური პირობები არ არის

15 ოქტომბერი, 2015 14:37

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაინტერესდა, თუ რა პირობებში უწევთ იძულებით გადაადგილებულ პირებს კომპაქტური განსახლების ობიექტებში ცხოვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. კვლევის ფარგლებში TI-მ შეისწავლა ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტების იმ ნაწილში არსებული მდგომარეობა, რომელთა რეაბილიტაცია დღემდე  არ მომხდარა.

1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილი კომპაქტური განსახლების ობიექტებში (ე.წ. კოლექტიურ ცენტრებში)  ჩაასახლეს. TI-ის ინფორმაციით, სახელმწიფოსა და რიგი საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, კომპაქტური განსახლების არა ერთ ობიექტზე მოხდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მიუხედავად ამისა, კოლექტიური ცენტრების მნიშვნელოვან ნაწილში აუცილებელი მინიმალური პირობები დღემდე არ არის შექმნილი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტების რეაბილიტაციისათვის, ამ სფეროში არსებული პრობლემები მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩება. ხშირ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რეაბილიტირებული კოლექტიური ცენტრების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ განახლებას საჭიროებს. მათი რეაბილიტაციისას შესრულებული სამუშოების ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება .

იძულებით გადაადგილებულ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, რთულად მიმდინარეობს მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. კომპაქტური განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია.

საქართველოს მთავრობამ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად აქტიურად უნდა იზრუნოს იმ აქტივობების განხორციელებაზე, რაც გათვალისწინებულია  „იძულებით გადაადგილე­ბულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიაში“. სტრატეგიის უმთავრესი მიზანი დევნილების საკვებით, ჯანდაცვით და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციასთან ერთად ასევე უნდა შეიქმნას პირობები, რათა მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა აუცილებელ საარსებო წყაროებზე. აუცილებელია პროქტების განხორციელება მიზნობრივი და სხვადასხვა საჭიროების მქონე მცირე სამიზნე ჯგუფებისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ კოლექტიური განსახლების ყველა ობიექტში დევნილები უზრუნველყოს აუცილებელი საარსებო წყაროებით, საჭირო სოციალური თუ სამედიცინო ინფრასტრუქტურით (სკოლა, დასაქმება, სამედიცინო დახმარება, ტრანსპორტი), რომლის ხელმისაწვდომობა ამჟამად არაერთ კოლექტიური განსახლების ობიექტში არის შეზღუდული“, - ნათქვამია TI-ის კვლევაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^