სს „გალტ & თაგარტმა“ (გალტ & თაგარტი) დღეს განაცხადა International Finance Magazine-ის (IFM) ჯილდოს მიღების თაობაზე - „2015 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში“. IFM-ის ჯილდო გადაეცემა ფინანსების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.
„წელს, „გალტ & თაგარტი“აქტიურად მუშაობდა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე კერძო ქართულ კომპანიებთან.„გალტ & თაგარტი“ გახლდათ EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივიობლიგაციების ერთადერთი განმთავსებელი. კომპანიის მიერ საქართველოსსაფონდო ბირჟაზე ასევე წარმატებით იქნა განთავსებულიისეთი კომპანიების კორპორაციული ობლიგაციები, როგორებიცაა: „m2 უძრავი ქონება“, „Evex“-ი და „GWP“-ი. „გალტ & თაგარტი“ ასევე უზრუნველყოფს კორპორაციულ ფინანსებში საკონსულტაციო მომსახურებასქართული და უცხოური კომპანიებისთვის. ხსენებული პრესტიჟული ჯილდო „გალტ & თაგარტის“ კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც საქართველოში კაპიტალის ბაზრისა და ინვესტიციების მართვის მომსახურებისგანვითარების სათავეში მყოფი კომპანიის", აღნიშნა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ,არჩილ გაჩეჩილაძემ.
International Finance Magazine-ის (www.ifinancemag.com) მიზანი, საიმედო ფინანსური ახალი ამბების შექმნა და საზოგადოებისთვის მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მარტივი და გასაგები ფორმით მიწოდებაა. International Finance Magazine -ის ძირითადი აუდიტორია, მსოფლიო ფინანსური თანამეგობრობის წევრი, გადაწყვეტილების მიმღებიადამიანები არიან.International Finance Magazine მიზნად ისახავს იყოს ყველაზე სასურველიფინანსური ინფორმაციის მიმწოდებელი.