Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პროკრედიტ ბანკსა“ და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება გაფორმდა

15 ოქტომბერი, 2015 14:54

2015 წლის 14 ოქტომბერს თბილისში „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ასმუს როტნემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლაშლო ბარანიაიმ ხელი მოაწერეს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას, რომელიც სრულად მოხმარდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას.
„პროკრედიტ ბანკი“ და ევროპის საინვესტიციო ბანკი 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. ახალი ხელშეკრულების მიხედვით საკრედიტო ხაზის მთლიანი თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს და პირველი ნაწილის, 5 მილიონი ევროს ათვისება უახლოეს მომავალში მოხდება.


„პროკრედიტ ბანკის“ მთავარ მიზნობრივ ჯგუფს მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტები წარმოადგენენ, შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მოზიდული რესურსი, ხელს შეუწყობს ბიზნეს სესხებზე მიმზიდველი და კონკურენტული პიროებების შეთავაზებას პროკრედიტ ბანკის მხრიდან, რაც თავის მხრივ ბიზნესის განვითარებას და წინსვლას დაეხმარება.


„ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული დაფინანსებით აქტიურად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების დაფინანსებას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებას“ - განაცხადა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ


„საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები ბიზნეს ინვესტიციებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ასეთ რესურსებს. აღნიშნული პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებაზე.“ აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ლაშლო ბარანიაიმ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^