„მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია", - ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ მომზადებულ ანგარიშშია მოცემული.
ანგარიშის თანახმად, სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 დაკარგულად გამოცხადდა. დაზარალდა 800-ზე მეტი ფიზიკური პირი, ამასთან, დაზარალებული 194 ოჯახის 14% სოციალურ დახმარებას იღებდა.
სტიქიამ დააზიანა 157 ავტომობილი, რომელთაგან დაზღვეული მხოლოდ 8 იყო. ანგარიშის თანახმად, 157-დან 40 მფლობელის ერთადერთი საარსებო წყარო იყო, 10 კი მფლობელს საბანკო სესხით ჰქონდა ნაყიდი.
დოკუმენტის თანახმად, სტიქიის შედეგად, 20-ზე მეტი ქუჩა დაზიანდა, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებში კი 10 000-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ანგარიშის თანახმად, კერძო კომპანიებმა 21 146 724 ლარი გაიღეს, მოქალაქეებმა - 572 539 ლარი, უცხო ქვეყნის მთავრობებმა - 495 612 ლარი, რის შედეგადაც, ჯამში 22 214 875 ლარი შეგროვდა.
სახელმწიფო სტრუქტურებიდან აკუმულირებულმა თანხებმა ჯამში 33 987 641 ლარი შეადგინა.
13-14 ივნისის სტიქია ანგარიში და საჭიროებები 3.10.2015 by CSR Georgia