ფრაქცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი 45 დეპუტატიდან კანონპროექტის ინიცირების პროცესში მონაწილეობა 22 დეპუტატს არ მიუღია.
„ლიბერალმა“ მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქციებისა და პარლამენტის წევრების მიერ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა.
„ლიბერალისთვის" მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ერთადერთი ფრაქცია, რომლის არც ერთი წევრი არ გამოსულა საკანონმდებლო ინიციატივით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონებია".
ეს ფრაქცია „ქართული ოცნების" იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივით დღემდე არ გამოსულან: პაატა ბარათაშვილი, გელა გელაშვილი, ვალერი გელაშვილი, მახირ დარზიევი, ალექსანდრე თამაზაშვილი, კარლო კოპალიანი, ელდარ კურტანიძე (ადგილმონაცვლეობის წესით პარლამენტის წევრი გახდა 2015 წ თებერვლიდან) დათო ლორთქიფანიძე, ალი მამედოვი, ომარ ნიშნიანიძე, რუსლან პოღოსიანი, გიორგი ჟვანია, გოგი ქავთარაძე, ოთარ ჩრდილელი, თეიმურაზ ჩხაიძე, დარეჯან ჩხეტიანი (ადგილმონაცვლეობის წესით პარლამენტის წევრი გახდა 2013 წ დეკემბრიდან), შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, ფატი ხალვაში, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და ვიქტორ ჯაფარიძე.
რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს", რომლის შემადგენლობაშიც 9 დეპუტატია, საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ ორი დეპუტატს - თეიმურაზ ნერგაძეს (ადგილმონაცვლეობის წესით პარლამენტის წევრი გახდა 2015 წ მაისიდან) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს არ მოუმზადებია.
„ქართული ოცნება - კონსერვატორებიდან", რომლის შემადგენლობაშიც 6 დეპუტატია, საკანონმდებლო ინიციატივით მხოლოდ ერთი დეპუტატი - რევაზ შავლოხაშვილი არ გამოსულა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმიდან", რომლის შემადგენლობაშიც ასევე 6 დეპუტატია, საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისთვის ორ დეპუტატს - გიორგი ხეჩინაშვილსა [„ლიბერალის" მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ გიორგი ხეჩინაშვილის ავტორობით პარლამენტში “ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი დარეგისტრირდა] და გუბაზ სანიკიძეს არ მიუმართავს.
6 წევრისგან შემდგარი ფრაქციიდან „ქართული ოცნება - მრეწველები" საკანონმდებლო ინიციატივით არ გამოსულა ორი დეპუტატი - დემურ ბაშელეიშვილი და თამაზ ყაჭეიშვილი.
რაც შეეხება ფრაქციას „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის", კანონპროექტი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა - ანზორ ბოლქვაძემ მოამზადა. საკანონმდებლო ინიციატივით არ გამოსულა ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი - გოჩა ენუქიძე, გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი და იაშა შერვაშიძე.
„უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარებიდან", კანონპროექტი მხოლოდ ორმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და გიორგი გოზალიშვილმა მოამზადეს. საკანონმდებლო ინიციატივით არ გამოსულან ფრაქციის შემდეგი წევრები: გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი.
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომლის შემადგენლობაშიც 33 წევრია, საკანონმდებლო ინიციატივით არ გამოსულა 24 დეპუტატი: - გოკა გაბაშვილი, ირმა ნადირაშვილი, როლანდი ახალაია, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი კარბელაშვილი, შოთა მალაშხია, მიხეილ მახარაძე, ზურაბ მელიქიშვილი, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, ნიკოლოზ ყიფშიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ეკატერინე ხერხეულიძე.
ფრაქციიდან „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები", რომლის შემადგენლობაშიც 6 წევრია, საკანონმდებლო ინიციატივით მხოლოდ ერთი - აკაკი ბობოხიძე გამოვიდა. კანონპროექტის ინიციატივით არ გამოსულა - კახა ბუცხიკიძე, ზაზა კედელაშვილი, ომარ მეგრელიძე, ლევან ქარდავა და დავით ჭავჭანიძე.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი ფრაქციიდან „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები", რომლის შემადგენლობაშიც 6 წევრია, საკანონმდებლო ინიციატივით მასში შემავალი არც ერთი დეპუტატი არ გამოსულა. ფრაქციის შემადგენლობაში არიან - ტარიელ ლონდარიძე, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარცმელიძე, ვახტანგ ლემონჯავა, ზურაბი ჩილინგარაშვილი და ვაჟა ჩიტაშვილი.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან", რომლის შემადგენლობაშიც ამჟამად 8 დეპუტატია, საკანონმდებლო ინიციატივით მხოლოდ ერთ დეპუტატი - თამაზ შიოშვილი არ გამოსულა.