Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანმა აგვისტოს ომის მსხვერპლთ და მოწმეებს მოუწოდა, მიმართონ ჰააგის სასამართლოს

16 ოქტომბერი, 2015 17:38

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის პროკურორთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგვისტოს ომის დროს დაზარალებულების უსაფრთხოების საკითხს.  

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ჰააგის პროკურორთან იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მოწმეები და დაზარალებულები, რადგან არის  შემთხვევები, როდესაც ჰააგის პროკურატურას დაუწყია გამოძიება და შემდეგ, შიშის ფაქტორის გამო, მოწმეს ან დაზარალებულს გადაუთქვამს ჩვენება. ჩვენ ვისაუბრეთ და შევჯერდით, რომ ერთობლივი ძალებით დავიცავთ დაზარალებულებსა და მოწმეებს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა აგვისტოს ომის მსხვერპლთ და მოწმეებს მოუწოდა, დროულად, 30 დღის ვადაში, მიმართონ ჰააგის სასამართლოს შესაბამის უწყებას − მსხვერპლთა დაცვის სამსახურს.

„თქვენ გაქვთ 30-დღიანი ვადა. ამას ითვალისწინებს პროცედურა, რომ მიმართოთ  ჰააგის სასამართლოს შესაბამის სამსახურს, რომელსაც მსხვერპლთა დაცვის სამსახური ჰქვია. კონტაქტები დღეიდან გამოქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. მსხვერპლებს შეგიძლიათ, მიმართოთ ჰააგის სასამართლოს მსხვერპლთა დაცვის ოფისს როგორც უშუალოდ, პირდაპირ, ისე  ადვოკატის მეშვეობით; მიმართოთ მათ, მხარი დაუჭირონ ჰააგის პროკურორის შეამდგომლობას ეთნიკური წმენდის გამოძიების შესახებ და მოითხოვოთ, რომ დაიკითხოთ მომავალი კვირიდან იმ პირების მიერ, რომლებიც დაიწყებენ ჩამოსვლას მსხვერპლებთან შესახვედრად“, − განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს მსხვერპლისა და ჰააგის პროკურორის ურთიერთობაში პროცედურული როლი არ აქვს, ამიტომ ყველა დაზარალებულმა და მოწმემ უშუალოდ უნდა მიმართოს ჰააგის პროკურორის შესაბამის სამსახურს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^