Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა აბაშიძე: ეკლესიაზე დაქვემდებარებულ ბავშვთა სახლებში 17 918 ბავშვი სწავლობს

20 ოქტომბერი, 2015 16:45

„არაოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში 90-მდე ბავშვთა სახლია, სადაც 17 918 ბავშვი სწავლობს. მათგან 856 პანსიონატურ მომსახურებას იღებს, 525 კი - ცალკე ბავშვთა სახლშია განთავსებული“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა სახლების შესანარჩუნებლად 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აბაშიძის თქმით, 24 სკოლა-პანსიონი სამუფთოს დაქვემდებარებაშია.

„დახურვის ნაცვლად, სახელმწიფო ხელს უწყობს ასეთი ბავშვთა სახლების შენარჩუნებას. სახელმწიფო ამისთვის კონკრეტულ ინსტიტუტებს აძლევს ფულს ჩვენი ხელფასებიდან, როცა ეს ჩვენი სურვილი ნამდვილად არ არის“, - თქვა აბაშიძემ.

აბაშიძემ სხდომაზე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა, ასევე სკოლამდელი აღზრდის სამართლებრივი ნორმების არარსებობის საკითხები წამოჭრა. დეპუტატებს, რომლებმაც ამ თვალსაზრისით პრობლემების არსებობა აღიარეს, საპატრიარქოსა თუ სამუფთოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^