Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ის თვითმმართველობა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აპირებს

21 ოქტომბერი, 2015 19:16

თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით, დღეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ კიდევ ერთი აქცია გამართა. აქციაზე შეკრებილმა სტუდენტებმა რექტორს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა საღამოს 10 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, შიმშილობას დაიწყებენ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თვითმმართველობამ პროტესტის ნიშნად საქმიანობა შეწყვიტა.

თვითმმართველობის აქციაზე შეკრებილი სტუდენტები უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის მოხსნას, ბიუჯეტის გადახედვას, ადმინისტრაციის რეორგანიზებას, ლიტერატურის თარგმნას, ტენდერების გამჭვირვალეობასა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების არჩევნებში სტუდენტების მეტ ჩართულობას მოითხოვენ.

სტუდენტების მოთხოვნებს ვლადიმერ პაპავამ დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომის საკითხი საერთოდ არ განიხილება.

„გუშინ თვითმმართველობის რამდენიმე წევრთან მქონდა შეხვედრა, გავეცანი მათ მოთხოვნებს. ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ არის, ამ მოთხოვნების შესრულება ჩვენს ინტერესებშიც შედის. არასდროს არ მქონია პრობლემა სტუდენტებთან შეხვედრის, არც ახლა მაქვს. რაც შეეხება დარღვევებს, მათ გამოსავლენად არსებობს ორგანოები. ვინც უნდა მოვიდეს, შეისწავლოს, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ", - აღნიშნა პაპავამ.

რექტორის გადადგომის მოთხოვნით თვითმმართველობის წევრებმა აქცია გუშინ, 20 ოქტომბერს გამართეს. გამართულ აქციას სკეპტიკურად შეხვდა სტუდენტთა ნაწილი, მათში ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ წინა წლებში მსგავსი მოთხოვნებით, უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტურ საპროტესტო აქციებში თვითმმართველობა მათ მხარს არასდროს უჭერდა. ამჟამად თვითმართველობის რექტორთან დაპირისპირების ერთ-ერთი მოტივი კი, მათი ვარაუდით, თვითმმართველობის ბიუჯეტის შემცირებაა.  

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^