„რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტრორი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე არ დაუშვა.
მოპასუხე მხარის განცხადებით, ისინი ვერ შეძლებენ კომპანიის ინტერესების დაცვას თუ პროცესს დირექტორი არ დაესწრება. „მნიშვნელოვანია, რომ ის აქ იყოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები", - აცხადებს მოპასურე მხარე.
ურთმელიძის განცხადებით კი, გვარამიას პროცესზე დასწრება არ არის აუცილებელი, რომ მოპასუხის ინტერესები დაცული იყოს.
„მან მოსამართლეს უვიცი უწოდა, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს. შოუს ელემენტები შემოიტანა. სასამართლოს მიაჩნია, რომ გვარამიას შემობრძანება არ არის საჭირო და აუცილებელი, რომ მოპასუხის ინტერესები დაცული იყოს. მისი გაძევების შემდეგ, ვრცელდება მისი შეურაცხმყოფელი განცხადებები საჯარო სივრცეში. ვერ შემოვა, პროცესის ბოლომდე გაძევებული იქნება", - განაცხადა მოსამართლე ურთმელიძემ.