Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამაზ ურთმელიძე: სიუჟეტში წარმოდგენილ მოსაზრებებზე სასამართლო ყურადღებას არ შეაჩერებს

22 ოქტომბერი, 2015 14:35

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2-ის" საქმეზე გამართულ სხდომაზე აღნიშნა, რომ მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი სიუჟეტი მიკერძოებულია და მხარის პოზიციას ემთხვევა. 

„სიუჟეტები, რომელიც მოსახლეობამ ნახა, რამდენად აკმაყოფილებს  თვით ჟურნალისტურ ეთიკას, სხვა საკითხია, მაგრამ  სიუჟეტი, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა მხარის პოზიციას, ვფიქრობ, მიკერძოებულია.

ამ დროს მოსამართლის ავტორიტეტი დაცული უნდა იყოს საზოგადოების მაღალი შეგნებით. საზოგადოება უნდა ერიდებოდეს, თუკი არ დასტურდება და მაღალი ალბათობა არ არსებობს, ამა თუ იმ ბრალდების, ასეთ შემთხვევაში, არ უნდა ქვეყნდებოდეს მოსამართლის სახელის შემლახველი ინფორმაციები. თუმცა, მიმაჩნია რომ დღეს ეს არ ხდება ჩვენთან. რაც შეეხება მოსამართლის დეკლარაციას და  ვალდებულებებს. მოსამართლის დეკლარაცია არის ღია, ყველას შეუძლია გაეცნოს, წარმოადგინოს სასამართლო პროცესზე და დასვას აცილების შუამდგომლობა.  რაც შეეხება სიუჟეტში წარმოდგენილ საკითხებს, ეს პირდაპირ არ არის  დაკავშირებული ჩვენს საქმესთან, თუმცა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც  შეიძლებოდა რაიმე სახით განგვეხილა, აქ  არ არის წარმოდგენილი. მხოლოდ და მხოლოდ სიუჟეტში წარმოდგენილ  მოსაზრებებზე სასამართლო არ შეაჩერებს ყურადღებას, "- განაცხადა თამაზ ურთმელიძემ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^