Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► „თუ საჭიროა, ღამეს აქვე გავათევთ“ - „რუსთავი 2-თან“ საწოლები და წყალი მოიმარაგეს

22 ოქტომბერი, 2015 19:03

„რუსთავი 2-ის” შენობასთან სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს, წყალი და საწოლები უკვე მოიმარაგეს და ამბობენ, რომ თუ საჭირო იქნება, ღამეს იქვე გაათენებენ.

ტელეკომპანიის ეზოში პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც იმყოფებიან.

ჟურნალ „National Geographic საქართველოს" რედაქტორი ლევან ბუთხუზი ამბობს, რომ ტელეკომპანიის გარშემო არსებული პროცესები სამართლიანი და გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, საზოგადოებას ასეთი პროტესტი არ გაუჩნდებოდა:

„როცა საქმე ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ვიცოდეთ, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს საქმე. საზოგადოებას უამრავი კითხვის ნიშანი აქვს, ამიტომ უკეთესია, მათ პასუხი გაეცეს, რომ შეუქევადი არ გახდეს დღეს არსებული პროცესები”.

აქციაზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვიც იმყოფებოდა. მისი განმარტებით, საზოგადოება დღეს ორ ნაწილადაა გაყოფილი:

„ერთ ნაწილს დავარქმევდი მე „შპანას”, მეორე ნაწილი კი საზოგადოებაა, თავისი მრავალფეროვანი შეხედულებებით. საზოგადოების ეს ნაწილი თანხმდება, რომ „შპანა” არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ესენი არ არიან პოლიტიკოსები. ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით მათი ხელისუფლებაში მოყვანით, ეს შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, მაგრამ ახლა უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემაც ასეთივე დაბალი დონისაა, მოსამართლეები ემორჩილებიან ხელისუფლებას და მათ არ აწუხებთ სამოქალაქო ღირსება და შეგნება, რომ ყველაფრის მიუხედავად დაიცვან საზოგადოება”, - ამბობს ანდრო ბარნოვი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^