Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სადღობელაშვილის საქმე ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდების მუხლით გადაკვალიფიცირდა

23 ოქტომბერი, 2015 20:02

ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" წარმომადგენელის, ლადო სადღობელაშვილის საქმე ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით გადაკვალიფიცირდა. როგორც შსს-ს პრესსამსახურიდან „ლიბერალს" აცნობეს, შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო ფაქტზე გამოძიებას სსკ-ს 239-ე პრიმა მუხლით აგრძელებს.

ლადო სადღობელაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ძალადობრივი მოწოდების შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა. იგი საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლებას პარტიის წევრებზე ფიზიკური თავდასხმისკენ მოუწოდებს.

ლადო სადღობელაშვილის მოწოდების საკითხზე შსს-ს პრესსამსახურში „ლიბერალს" თავდაპირველად განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას ითვალისწინებს.  

სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლი

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდება

1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“

აღნიშნული მუხლი 2015 წლის ივნისში ამოქმედდა.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^