Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე: როდემდე შეიძლება ლოდინი? მე ხმას კიდევ ამოვიღებ

27 ოქტომბერი, 2015 18:28

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხზე მთავრობამ გადაწყვეტილება ბოლომდე უნდა მიიყვანოს. მისი თქმით, იგი გაგებით მოეკიდა „მთავრობის დელეგატორობას", თუმცა, თუ ლოდინი გახანგრძლივდება, იგი ხმას ამოიღებს და „უფრო მძაფრად მოითხოვს".

„იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მთავრობამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს თავისი გადაწყვეტილება ამ ოფისებთან დაკავშირებით. მათ აქვთ ამის უფლება და ბოლომდე გამოიყენონ. მე თუ რაღაც ეტაპზე გაგებით მოვეკიდე მთავრობის დელეგატორობას, ასე ვთქვათ, და თუ მთავრობის წევრები, გნებავთ პრემიერიც ისე მოიქცა, რომ ანგარიში გაუწია პრეზიდენტის ინსტიტუტს და არ დააზიანა - არ მისცა კანონიერი სვლა პროცედურას,  - დაელოდნენ, როდის მოვიდოდა პრეზიდენტი გონს, რომ ისე მოიქცეულიყო, როგორც კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნის, ამის გაგება პირველ ეტაპზე შეიძლება, მაგრამ როდემდე შეიძლება ლოდინი? თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა, მე კიდევ ამოვიღებ ხმას და უფრო მძაფრად მოვითხოვ, მე მყავს ბევრი თანამოაზრე. მიზნის მიღწევა მხოლოდ კანონის გზით შეიძლება" - უთხრა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 

საქართველოს მთავრობამ ავლაბრის რეზიდენცია საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა. ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძის თქმით, „ვის ბალანსზეა ობიექტი - ეკონომიკის სამინისტროს, თუ სხვა უწყების, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს შენობა არის სახელმწიფო საკუთრება, პრეზიდენტი კი სახელმწიფოს მეთაურია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^