Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავდაცვის სამინისტრო: ქართული ჯარი ქართული ხორცით მომარაგდება

28 ოქტომბერი, 2015 16:14

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივით, ქართული ჯარი ადგილობრივი წარმოების პროდუქციით გამოიკვებება. საქონლის ახალი ხორცის შესყიდვაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მიმდინარე წელს ხორცის შესყიდვაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს იყო უცხოური პროდუქტი. მომწოდებელი იყო ინდოეთი და, ასევე, სხვა უცხო ქვეყნები. ამ ინიციატივის ფარგლებში დავეხმარებით ქართულ  მეწარმეებს, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული და, ამავდროულად, ხელს  შევუწყობთ ქართულ წარმოებას. ყველას მინდა ვთხოვო, გამოიჩინონ მაქსიმალური აქტიურობა. ამ ეტაპზე ტენდერი ჯარის მომარაგებაზე ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, მომავალი წლიდან პროექტი  უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე, გადავალთ სხვა პროდუქტებზეც, რომლებიც იწარმოება საქართველოში და ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს. ხაზგასმით ვამბობ, საუბარია საქართველოში წარმოებულ ხორცზე და არა ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვთხოვო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და შეუძლია უზრუნველყოფა,  დაინტერესდეს ტენდერით, რათა შესაძლებლობა გვქონდეს,  მომავალი წლიდან სრულად გადავიდეთ ქართულ წარმოებაზე“, -  განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრის განმარტებით, ტენდერის გამოცხადებამდე კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ჯარის ქართული ხორცით მომარაგება შესაძლებელია.  საპილოტე რეჟიმში კი დადასტურდება, რამდენად განხორციელდება რეალურად ამ კვლევის შედეგები.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილობრივი პროდუქტით მომარაგების ინიციატივა თავისი შინაარსით უპრეცედენტოა. ამიტომ, პირველ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ საქონლის ხორცს შეისყიდის და ამ პროდუქტით თავდაპირველად აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის სამხედრო ბაზები მომარაგდება. პროგრამა წლის ბოლომდე საპილოტე რეჟიმში განხორციელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^