Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: გვარამიას მიმართვა მხოლოდ საზოგადოების დეზინფორმაციას ემსახურება

28 ოქტომბერი, 2015 23:11

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი, სიცრუეს უწოდებს.

„ნ. გვარამიას მედიამიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება. მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება გასულია კონსტიტუციის და სამართლის მოთხოვნებიდან, დღითიდღე კარგავს ლეგიტიმაციას, შესაბამისად, ნებისმიერ ვითარებაში ეს არის მოსალოდნელი და რისკი მაღალია. ფორმალური წინაპირობა კი შეიძლება მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი გახდეს. 

„პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას. არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება აღსრულებული და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს. ეს ყურმოკვრით ნაქვამი არ არის.კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი. მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს და ამ ქვეყნის ღირსეულ და თავისუფალ განვითარებას. დღეს, ხვალ, ზეგ, უახლოეს დღეებში წყდება ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის მომავალი გადის „რუსთავი 2-ზე“. ეს ჩვენ არ მოგვიგონია. ეს ჩვენ არ მოგვითხოვია, სამწუხაროდ, გარემოებებმა განაპირობა, რომ ეს ასეა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^