გუშინ გახდა ცნობილი, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად წარსადგენ სიაში სასჯელაღსრულების ამჟამინდელი მინისტრი კახი კახიშვილი და მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე ირაკლი შოთაძე არიან დასახელებულნი.
როგორც „ლიბერალს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, შოთაძე „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“, ხოლო კახიშვილი „საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგამ“ დაასახელა.
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძეა.
აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ლიგამ“ შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინა.
გთავაზობთ კახიშვილისა და შოთაძის სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას:
კახი კახიშვილი
2015 წლის 1 აგვისტოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
2014 - 2015 წწ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე
დღემდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი
ექსპერტთა კლუბის წევრი
2012-2014 წლის ოქტომბრამდე ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი
2012 წლიდან დღემდე საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი
2012 წელი საარჩევნო სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან
2011 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველი" - სამართლებრივი დირექტორი
2010-2014 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი
2008-2014 წლის ოქტომბრამდე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - მრჩეველი
კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე
შპს "კონსულტანტი" - დამფუძნებელი და დირექტორი
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილება - უფროსი
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის დარგში
საქართველოს გენერალური პროკურატურის კონტროლის სამმართველოს განყოფილება- უფროსი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების პროკურორი და საქართველოს გენერალური
პროკურატურის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში
საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უშიშროების, საბაჟო-საგადასახადო სამსახურებში მოკვლევაზე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველო - პროკურორი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველო - პროკურორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - ლექტორი
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა - უფროსი გამომძიებელი
ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურა - სტაჟიორ-გამომძიებელი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ისნის რაიონის შსს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახური - პოლიციელი
ირაკლი შოთაძე
2013 წლის 21 ნოემბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს. ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე: 07.03.2006 - 03.04.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად;
03.04.2006 - 02.06.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორად;
02.06.2006 - 04.10.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად;
04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;
28.07.2009 - 10.09.2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად.
2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ: 10.09.2010 – 05.11.2012 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ;
05.11.2012 – 14.06.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
14.06.2013 – 21.11.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.