Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამია აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს

29 ოქტომბერი, 2015 21:27

უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კურიერის ეთერში გამოეხმაურა. 

გვარამიას თქმით, დღვანდელი ფაქტით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური უკანონო მოსმენები მიმდინარეობს, ქვეყენაში თავისუფალი სივრცე არ არსებობს.

„ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ვერ იარსებებს ვერანაირი სანქცია ფარული მიყურადების შესახებ. ერთადერთი რის გამოც შეიძლება მე მისმენდნენ, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, იმიტომ არის დაწყებული, რომ ფარული მოსმენების ლეგალიზება მოახდინოს. 

მაგრამ, ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და ამის შესახებ განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლოს სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და, სავარაუდოდ, 19 ოქტომბრით უნდა დავათარიღოთ'', - ამბობს გვარამია და განაგრძობს, - „პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, სხვადასხვა საკითხების შესახებ მისი პოზიციები  ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ყველაფერში ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ. 

დიახაც, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება იმ მეთოდებით უნდა დაგვეცვა, რა მეთოდებზეც ის საუბრობს - შენობების ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა. რამდენად გავიზიარე ეს წინადადება ბარიკადების შესახებ, შეგიძლიათ გარეთ გახვიდეთ და თუ ერთ ბარიკაგს იპოვით, 10 დღე გასულია", - ამბობს გვარამია.

უკრაინული ვებგვერდი Українська революція, სავარაუდოდ, საქართველოს ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „რუსთავი 2-ის" დირექტორ ნიკა გვარამიას შორის, ასევე სააკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივან გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებს ავრცელებს.

პირველ აუდიოჩანაწერში გვარამია და სააკაშვილი „რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, სადაც ექსპრეზიდენტი ტელეკომპანიის დირექტორს „რევოლუციორი სცენარით წასვლისკენ" მოუწოდებს.

„უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, ხალხს უნდა მოუწოდოთ დაცვისკენ. გააკეთეთ ბარიკადები. მოიმარაგოთ წყალი.. ჩვეულებრივად უნდა იყოს მრავალკვირიანი სთენდოფი. გარშემო უნდა დააწყოთ დიდი ბარიკადები. რკინები, ისინი ესენი უნდა დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ. დაცვის ხაზი, კარვები. სხვა გზა არ არსებობს. ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაყოთ და ა.შ. ახლავე უნდა დაიწყოთ მშენებლობა. შემდეგი სცენარი იქნება შემოსვლა და აღება. ეს არ უნდა დაუშვათ, 1500-2000 კაცს ყოველთვის იშოვით რომ გაამაგროთ, როგორც კი გამაგრდება ერთი კვირა, ძან გაუჭირდებათ. იშოვეთ ბოევიკები, ვინც დაიცავენ, თორემ აუცილებლად სროლით დამთავრდება" - ამბობს პირი, რომელიც, წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილია.

გვარამიას თქმით კი თანამშრომლები დაბნეულები არიან და „აღსრულების ნაწილის ეშინიათ". 

„გასაგებია, გავიგე. მე შემოსავალში გამიჭირდება და უნდა დამეხმაროთ" - ამბობს პირი, რომელიც წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამიაა.

მოგვიანებით, ნიკა გვარამია აუდიოჩანაწერებს Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა: „როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო? არ მოსულა არავინ შენ მოიგონეო? :)
big brother is watching/listening/etc us :) ps ვაიბერია ეს, btw" - წერს გვარამია. 

21 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და პირადი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^