Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკო: შუალედური არჩევნები დილის 8:00 საათიდან, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

31 ოქტომბერი, 2015 10:13

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საგარეჯოსა და მარტვის ოლქებში პარლამენტის შუალედური არჩევნები, დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება და საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დილის 8:00 საათიდან, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 2 კანდიდატი. საგარეჯოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი თამარ ხიდაშელია. აქ არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ თინა ხედაშელს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. საგარჯოს მაჟორიტარობისთვის არჩევნებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილიც იბრძვის. გარდა ამისა, სხვადასხვა ჯგუფების მიერ კანდიდატებად წარდგენილია გიორგი დავითაია, ზურაბ ჯორბენაძე და მიხეილ ანდღულაძე. 

რაც შეეხება მარტვილს, აქ კენჭს „ქართული ოცნებიდან" სოსო დანელია, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" კი - ეთერ მეძველია იყრის.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, კერძოდ საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #12 ჩაილურის თემში არჩევნებში მონაწილეობას იღებს 4 კანდიდატი, დმანისის საარჩევნო ოლქის დიდი დმანისის თემში - 1, ვანის საარჩევნო ოლქში - 3, ხოლო ხობში, გურიფულის თემში – 2 კანდიდატი.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში  – 39 საარჩევნო უბანზე.
საკრებულოს შუალედური არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნები ტარდება 4 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, დმანისში 4 საარჩევნო უბანზე, ვანში – 1 საარჩევნო უბანზე, ხობში – 1 საარჩევნო უბანზე და საგარეჯოს – 2 საარჩევნო უბანზე.

ცენტრლურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს დააკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.

მათი განცხადებით,  ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^