აზერბაიჯანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის „ახალმა აზერბაიჯანმა“ 125-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვა.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და მთავრობა ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. როგორც პარტია „მუსავატის“ ლიდერმა არიფ გაჯილიმ განაცხადა, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული უამრავი დარღვევის გამო თქვა უარი.
ოფიციალური ბაქოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, ეუთომ აზერბაიჯანში დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი თქვა.
წყარო: BBC