სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ლიბერალთან" საუბრისას ადასტურებს, რომ სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებულ გამოძიებას საიდუმლოების გრიფი ადევს.
როგორც პარასკევს, ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადა, იგი დაკითხვის დეტაპებზე ვერ საუბრობს, რადგან საქმეს საიდუმლოების გრიფი ადევს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.